მხარდაჭერის შესაძლებლობები სოციალური საწარმოებისთვის
ინტერესის გამოხატვის კონკურსის შესახებ
CSRDG და პირველი გავლენის ფონდი „აქციო“ აცხადებენ ინტერესის გამოხატვის კონკურსს, რომლის მიზანია საქართველოს მასშტაბით მოქმედი სოციალური საწარმოების განვითარებისა და გაფართოების მხარდაჭერა, რათა მათ შეძლონ როგორ ეკონომიკური, ისე სოციალური შედეგების მასშტაბის ზრდა.
ინტერესის გამოხატვის კონკურსი ფარავს მთელს საქართველოს.
დაფინანსების შესახებ
სოციალური საწარმოს განსავითარებლად მოთხოვნილი დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 50,000 ევროს ექვივალენტს ლარში.
გაითვალისწინეთ, რომ „აქციო“ სოციალურ საწარმოებს სთავაზობს დაფინანსების ორ მექანიზმს:
- შედეგებზე დაფუძნებული გრანტი;
- 0%-იანი სესხი
დაფინანსების მექანიზმების გამოყენება მოხდება კომბინირებულად. მოთხოვნილი საგრანტო თანხა არ უნდა იყოს 20,000 ევროზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 40,000 ევროს.
სესხის მაქსიმალური თანხა შეადგენს 10,000 ევროს. მინიმალური თანხა არ არის განსაზღვრული.
აპლიკანტს მოეთხოვება მიღებული საგრანტო თანხის 10%-იანი თანამონაწილეობის გაღება. სავალდებულო თანამონაწილეობის უზრუნველყოფა შესაძლებელია, როგორც საკუთარი ან/და სხვა წყაროებიდან, ისე აქციოს მიერ შეთავაზებული სასესხო პროდუქტით.
აქციოს შესახებ
2021 წლის იანვარში, ევროკომისიის გენერალური დირექტორატის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში (DG NEAR) ფინანსური მხარდაჭერით და ვენჩურული ფილანტროპიის ევროპულ ასოციაციასთან (EVPA) პარტნიორობით დაიწყო 56 თვიანი საერთაშორისო პროექტი სახელწოდებით “თანამშრომლობა დადებითი ცვლილებებისთვის - სოციალური მეწარმეობისა და სოციალური ინვესტიციების განვითარება ეკონომიკური და სოციალური გაძლიერებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. (Collaborate for Impact - development of social entrepreneurship and social investments towards economic and social cohesion in the Eastern Partnership)“, რომელსაც საქართველოში ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG). პროექტის წამყვანი განმახორციელებელი ორგანიზაციაა EVPA, ხოლო პარტნიორები: SILab Ukraine, EduHub, Ecovisio და Impact Hub Yerevan.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში 2022 წლის ივნისში, CSRDG-მ საქართველოში პირველი გავლენის ფონდი „აქციო“ დააფუძნა. ფონდის მიზანია მომდევნო 5 წლის მანძილზე მდგრადი ბიზნეს მოდელის მქონე 10 სოციალური საწარმოს გაძლიერება, რომლებიც ხელშესახებ გავლენას ქმნიან შრომითი ინტეგრაციის, განათლების, გარემოს დაცვის, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და ტრადიციული რეწვის განვითარების მიმართულებით.
განაცხადების წარდგენა
ინტერესის გამოხატვის განაცხადის ფორმის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად, ელ. ფოსტის საშუალებით, მისამართზე: actio.impactfund@gmail.com
გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას სათაურში მიუთითეთ: აქციო - ინტერესის გამოხატვის კონკურსი
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 2023 წლის 25 დეკემბერი 18:00 სთ.
სააპლიკაციო განაცხადისთვის და დეტალური ინფორმაციისთვის ჩამოტვირთეთ დოკუმენტები