CSRDG-ს ინიციატივით გავლენის ინვესტორთა კლუბი დაფუძნდა
პოტენციურ გავლენის ინვესტორებთან შეხვედრა
საქართველოში პირველი გავლენის ფონდის დაფუძნებასთან დაკავშირებით, საქართველოში ვენჩურული ფილანტროპიის ევროპული ასოციაციისა (EVPA) და CSRDG-ს წარმომადგენლები ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებსა და პოტენციურ გავლენის ინვესტორებს შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანი იყო
- სოციალურ გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირების შესახებ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება
- საქართველოში პირველი სოციალური გავლენის ფონდის კონცეფციის გაცნობა
- გავლენის ინვესტორთა კლუბის დაარსება
- ფონდის პოტენციურ ინვესტორებთან თანამშრომლობის შესაძლებლობების გამოკვეთა
შეხვედრას მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიები და ინდივიდუალური ინვესტორები დაესწრნენ.
პროექტის შესახებ
გავლენის ფონდი ევროკომისიის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის "თანამშრომლობა დადებითი ცვლილებებისთვის - სოციალური მეწარმეობისა და სოციალური ინვესტიციების განვითარება ეკონომიკური და სოციალური გაძლიერებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში" ფარგლებში იქმნება.
იმავე საკითხზე იხილეთ EVPA-ს ვებგვერდი