კავკასიაში პირველი გავლენის ფონდი “აქციო” დაფუძნდა

ბრიუსელში გავლენის კვირეული 2022 გაიმართა

ვიზიტის შესახებ

 
29 ნოემბერს-2 დეკემბერს ბრიუსელში, გავლენის კვირეული 2022 (impact week) გაიმართა. 
 
გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირების შესახებ ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე, EVPA -ს მოწვევით, CSRDG-სა და გავლენის ფონდ აქციოს ორგანიზებით, საქართველოდან ჯგუფი იმყოფებოდა.
 
დელეგაცია შედგებოდა CSRDG-ს, აქციოს, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის, ფონდი კონსტანტას, თბილისის მერიის წარმომადგენლებისგან და აქციოს გავლენის ინვესტორებისგან ბიზნეს სექტორიდან- MBC, ნიკოლოზ ალავიძე და ლადო საყვარელიძე. 
 
ღონისძიებაზე ყოველწლიურად თავს იყრიან პროფესიონალები მსოფლიოს ფინანსური და საინვესტიციო წრეებიდან, ეცნობიან ახალ ტენდენციებს გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირების სფეროში და evpa-ს საქმიანობას სოციალური ეკონომიკის განვითარებაში.
 
წლევანდელი ღონისძიება მასშტაბური იყო: გაიმართა 101 შეხვედრა/სესია, 280 სპიკერისა და 815 მონაწილის ჩართულობით. 
 

აქციო სესიაზე "Impact Busters"

 
საქართველოში პირველი გავლენის ფონდის აქციოს მენეჯერი ქრისტი კანდელაკი EVPA-ს ყოველწლიური კონფერენციის სესიაში “Impact Busters” მონაწილეობდა.
 
სესიის მიზანი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში პირველი გავლენის ფონდების შესახებ დისკუსია და გამოცდილების გაზიარება იყო. პირველი გავლენის ფონდები საქართველოში, უკრაინასა და სომხეთში  დაფუძნდა, ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის #collaborate4impact ფარგლებში.
 
"არაჩვეულებრივი შესაძლებლობა მქონდა წარმედგინა პირველი გავლენის ფონდი საქართველოში “აქციო” evpa-ს ყოველწლიურ კონფერენციაზე. აქციო პირველ ნაბიჯებს დგამს გამოწვევებით სავსე გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირების სფეროში, თუმცაღა ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით აუცილებლად შევძლებთ მნიშვნელოვანი სოციალური და გარემოსდაცვითი გავლენის შექმნას. სესიაზე გამოცდილი ინვესტორებისგან მიღებული რჩევები და უკუკავშირი ძალიან საინტერესო და დამხმარე იყო.”- აღნიშნა ქრისტინე კანდელაკმა.
 

Impact Breakfast

 

კვირეულის ფარგლებში გაიმართა “Impact Breakfast”, რომელიც მონაწილეებს შორის ნეთვორქინგისა და ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობას წარმოადგენს. მონაწილეებმა გასინჯეს საქართველოდან სოციალური საწარმოს ჩემპის ვაშლის ჩიფსები, მიიღეს ეთნოდიზაინის ხელნაკეთი ნივთები და ბაბალეს წინდები.

 

გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირება

 
საქართველოში გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირების განვითარება csrdg-სა და აქციოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. Impact Week იძლევა გამოცდილების გაზიარების კარგ შესაძლებლობას უკვე წამყვან და ახლადდაფუძნებულ ფონდებს შორის.
 

პროექტის შესახებ

 
ვიზიტი განხორციელდა ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის "თანამშრომლობა დადებითი ცვლილებებისთვის - სოციალური მეწარმეობისა და სოციალური ინვესტიციების განვითარება ეკონომიკური და სოციალური გაძლიერებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში" ფარგლებში, რომელსაც საქართველოში ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG). პროექტის წამყვანი განმახორციელებელი ორგანიზაციაა ევროპული ვენჩურული ფილანტროპიის ასოციაცია-EVPA.