პროექტის შესახებ
პროექტის სახელი
"თანამშრომლობა დადებითი ცვლილებებისთვის - სოციალური მეწარმეობისა და სოციალური ინვესტიციების განვითარება ეკონომიკური და სოციალური გაძლიერებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში"
პროექტის მიზანი
პროექტის მიზანია სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობი გარემოს შექმნა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში.
აღნიშნული მიზნის მისაღწევად დაგეგმილია ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების განხორციელება, სოციალური ინოვაციის პოპულარიზაცია, გამოცდილების გაზიარება გადაწყვეტილების მიმღები პირებისათვის, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს სოციალური ინვესტორებისა და სოციალური საწარმოების რაოდენობის ზრდასა და თანამშრომლობის გაღრმავებას რეგიონში. ეს კი დაეხმარება სოციალურ საწარმოებს, გააუმჯობესონ თავიანთი სოციალური შედეგები და გაზარდონ სოციალური გავლენა.
საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა მოხდება ვენჩურული ფილანტროპიისა და გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირების მიდგომების გამოყენებით.
პროექტის ამოცანები
საქართველოში პროექტის ფარგლებში შემდეგი ამოცანების განხორციელებაა დაგეგმილი:
- სოციალურ გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიცირების კონცეფციის პოპულარიზაცია და განვითარების ხელშწყობა;
- სოციალური ინოვაციების განვითარების მხარდაჭერა.
მოსალოდნელი შედეგები
- საკანონმდებლო გარემოს შესწავლა სოციალური გავლენის მქონე ინვესტიციების განხორიცელების შესაძლებლობების თვალსაზრისით;
- კორპორაციული სექტორის ცნობიერების ამაღლება სოციალური გავლენის მქონე ინვესტიციებისა და ვენჩურული ფილანტროპიის შესახებ;
- გავლენის ფონდის დაფუძნება, რომელიც ხელს შეუწყობს სულ მცირე 5 მოქმედი სოციალური საწარმოს განვითარებას. სოციალური საწარმოები მიიღებენ გრძელვადიან, საჭიროებებზე მორგებულ, ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას სოციალური გავლენის გაზრდისა და ფინანსური მდგრადობის გაუმჯობესების მიზნით;
- სოციალური ინოვაციების განვითრების კომპონენტის ფარგლებში დაფუძნდება 4 ახალი სოციალური საწარმო.
პროექტის ხანგრძლივობა
60 თვე (2020 წლის სექტემბერი - 2025 წლის აგვისტო)
პროექტის დონორი
ევროკომისიის გენერალური დირექტორატი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში (DG NEAR)
პროექტის განმახორციელებლები
- ვენჩურული ფილანტროპიის ევროპული ასოციაცია
- საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
პროექტის ბიუჯეტი
505,500 ევრო