კავკასიაში პირველი გავლენის ფონდი “აქციო” დაფუძნდა

CSRDG-სა და ლადო საყვარელიძეს შორის ხელშეკრულება გაფორმდა

საქართველოში პირველი გავლენის ფონდ „აქციოს“ პირველი გავლენის პარტნიორი უკვე ოფიციალურად ჰყავს.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა ურუშაძემ და გავლენის პარტნიორმა ლადო საყვარელიძემ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც აქციოსთან გრძელვადიან პარტნიორობასა და შემდგომ წლებში სოციალური საწარმოების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

აქციო ახალი, თანამედროვე შესაძლებლობაა სოციალური საწარმოებისთვის, განავითარონ ბიზნესი და გაზარდონ სოციალური გავლენის მასშტაბები. აქციო ასევე წარმოადგენს სანდო შესაძლებლობას კორპორატიული და კერძო ინვესტორებისთვის, შეიტანონ წვლილი მდგრადი სოციალური გავლენის შექმნასა და საქართველოს მოქალაქეთა კეთილდღეობის გაუმჯობესებაში.

გავლენის ფონდი CSRDG-მ ევროკომისიისა და ვენჩურული ფილანტროპიის ევროპული ასოციაციის - EVPA მხარდაჭერით 2022 წელს დააფუძნა, პროექტის „თანამშრომლობა დადებითი ცვლილებებისათვის“ ფარგლებში.