გსურთ გაიგოთ მეტი გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირებისა და სოციალური მეწარმეობის შესახებ?
გაეცანით ხშირად დასმულ კითხვებს და გაგვიზიარეთ მოსაზრებები
-
გავლენის ფონდი სოციალური საწარმოებისა და სოციალური მიზნის მქონე ორგანიზაციების მხარდამჭერი ორგანიზაციაა, რომელიც ფინანსურ რესურსს უმეტესწილად გავლენის ინვესტორებისგან, კომპანიებიგან და კერძო პირებისგან, იზიდავს. ასეთი ფონდები გრძელვადიანი მიდგომით მუშაობენ სოციალურ საწარმოებთან და უზრუნველყოფენ მათ ფინანსურ მხარდაჭერას, ორგანიზაციულ გაძლიერებასა და სოციალური გავლენის შეფასებას.
-
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) განმარტებით სოციალურ გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირება გულისხმობს ისეთი ორგანიზაციების ფინანსურ მხარდაჭერას, რომელთა მიზანია, ერთი მხრივ, დადებითი სოციალური და გარემოსდაცვითი ცვლილებების შექმნა, ხოლო, მეორე მხრივ, გარკვეული ფინანსური მოგების მიღება. შესაბამისად, ინვესტირება სოციალური გავლენისათვის მიზნად ისახავს ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას, სოციალური შედეგების მიღწევის გზით.
-
ტერმინი "სოციალური მეწარმეობა" დამკვიდრდა გასული საუკუნის 70-იან წლებში საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ, როდესაც მათ დაიწყეს საკუთარი ბიზნესების ამოქმედება მიუსაფარი, შშმ პირებისა და სხვა რისკის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის სამუშაო ადგილების შესაქმნელად. დღეს-დღეისობით სხვადასხვა ქვეყანაში სოციალური მეწარმეობა განსხვავებული პრაქტიკით ხორციელდება, და, შესაბამისად, სხვადასხვაგვარად განიმარტება. მიუხედავად ამისა, ყველა ამ განმარტებას ერთი რამ აქვს საერთო, ეს არის ბიზნეს მიდგომა სოციალური მიზნებისთვის. იმისთვის, რომ სოციალური მეწარმეობის არსი უკეთ გახდეს გასაგები, გავეცნოთ მის ერთ-ერთ განმარტებას, რომელსაც აშშ-ს სოციალურ საწარმოთა ალიანსი გვთავაზობს, სოციალური საწარმო არის "ორგანიზაცია ან საწარმო, რომელიც ახორციელებს სოციალურ მისიას სამეწარმეო, შემოსავლის მომტანი სტრატეგიებით".
-
სოციალური მიზნები უკავშირდება საწარმოს მისიის შესრულებას (სოციალური სარგებლის შექმნას) და განსხვავდება ორგანიზაციების სამოქმედო სფეროსა და მისიიდან გამომდინარე. სოციალური მიზნების მაგალითებია ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) ან განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა დასაქმება, გარემოს დაცვა, განათლება და სხვა. ბიზნეს მიზნები მიმართულია საწარმოს ფინანსურ სტაბილურობაზე და სხვადასხვა სოციალურ საწარმოს განსხვავებული აქვს. ბიზნეს კომპანიებში ფინანსური მიზნები უკავშირდება მოგების მაქსიმიზაციას მეწილეებისა და მფლობელებისათვის, სოციალური საწარმოს ფინანსური მიზნები განსხვავებულია და არ უკავშირდება მეწილეების მოგების მაქსიმიზაციას. ბიზნეს მოდელის და დაფინანსების საჭიროებიდან გამომდინარე, სოციალური საწარმოს ბიზნეს მიზანი შეიძლება იყოს:
- ნულოვანი მოგება, ანუ ხარჯების დაფარვა, მაგრამ სოციალური მისიის შესრულება (მაგალითად სოციალური სერვისების მიმწოდებელი საწარმოსთვის (კონკრეტულად ხანდაზმულთა სახლისთვის) პრიორიტეტულია არა მოგების მიღება, არამედ ხანდაზმულთათვის მაქსიმალურად მაღალი ხარისხის სოციალური სერვისის შეთავაზება)
- მოგების მიღება, რომელიც რეინვესტირებული იქნება ორგანიზაციის ან სოციალური საწარმოს მისიის მისაღწევად
- მოგების მიღება, რომელიც რეინვესტირებული იქნება სამეწარმეო საქმიანობის გასაფართოვებლად.
-
სოციალურ საწარმოებს შეიძლება ჰქონდეთ სხვადასხვა ფორმა და ზომა, დაწყებული საერთაშორისო მასშტაბების მქონე ბიზნესიდან, დამთავრებული მცირე ზომის სათემო კაფეთი. შესაბამისად, სხვადასხვა ქვეყანაში სოციალური საწარმოების იურიდიული ფორმა განსხვავებულია.
საერთო, ყველა სოციალურ საწარმოს, აქვს ის მკვეთრად გამოხატული მახასიათებლები, რაც განასხვავებს მათ ჩვეულებრივ სამეწარმეო საქმიანობისგან. ეს არის სოციალური მისია, სათემო, საზოგადოებრივი ან გარემოსდაცვითი კეთილდღეობა, რომლის უზრუნველსაყოფადაც იქმნებიან სოციალური საწარმოები.
-
ევროპულმა კვლევითმა ქსელმა შეიმუშავა გარკვეული კრიტერიუმები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ორგანიზაცია იმისათვის, რომ მას სოციალური საწარმო ვუწოდოთ.
ეს კრიტერიუმები სამ ჯგუფად და ცხრა კრიტერიუმად არის დაყოფილი, როგორებიცაა: ეკონომიკური, სოციალური და მონაწილეობითი მმართველობა. არ არის აუცილებელი, რომ სოციალური საწარმო აკმაყოფილებდეს შემუშავებულ ცხრავე კრიტერიუმს, თუმცა, ეს არის ერთგვარი "იდეალური საწარმოს" მახასიათებლები და წარმოადგენს თვითშეფასების ინსტრუმენტს ორგანიზაციებისათვის. კრიტერიუმების ჩამონათვალი ჯგუფების შესაბამისად შემდეგია:
ეკონომიკური კრიტერიუმები
- საქონლის ან მომსახურების უწყვეტი წარმოება/მიწოდება
- ეკონომიკური რისკის გარკვეული ხარისხი
- დამოკიდებულება ანაზღაურებადი სამუშაოს მიმართ
სოციალური კრიტერიუმები
- ნათელი მიზანი, რომელიც ფოკუსირებულია საზოგადოების კეთილდღეობაზე
- ინიციატივა წამოწყებულია მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფის ან საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიერ
- მოგების შეზღუდული განაწილება
მონაწილეობითი მმართველობა
- დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი
- გადაწყვეტილების მიღების ძალაუფლება არ უნდა ეფუძნებოდეს კაპიტალის მფლობელობას
- საერთო გარემო, რაც უზრუნველყოფს დაინტერესებულ მხარეთა მაღალ ჩართულობას.
-
- სოციალური საწარმო უნდა იყოს ეკონომიკურად აქტიური სულ მცირე ბოლო 2 წლის მანძილზე
- სულ მცირე ბოლო 1 წლის მანძილზე სოციალურ საწარმოს შემოსავლების მინიმუმ 80% მიღებული უნდა ჰქონდეს სამეწარმეო საქმიანობიდან (გარდა კაპიტალური ინვესტიციისა, რომელიც შესაძლოა საგრანტო თანხით იყოს განხორციელებული).
- სოციალურ საწარმოს წლიური ბრუნვა ბოლო 12 თვის მანძილზე უნდა შეადგენდეს სულ მცირე 30,000 ლარს;
- სოციალური საწარმო მოგების სულ მცირე 70%-ს უნდა ხარჯავდეს სოციალური მიზნის მქონე საქმიანობებში ან ახდენს მის რეინვესტირებას საწარმოს განვითარებისათვის.