კავკასიაში პირველი გავლენის ფონდი “აქციო” დაფუძნდა

ლადო საყვარელიძე

 

ლადო საყვარელიძე 20 წელზე მეტია საქმიანობს საფინანსო, საკონსულტაციო, მართვის სფეროებში და გამოირჩევა სხვადასხვა ინდუსტრიაში მუშაობის მრავალფეროვანი გამოცდილებით.

საბანკო საქმიანობით დაწყებული კარიერა, საქართველოში კორპორაციული ფინანსების საკონსულტაციო მიმართულებით გააგრძელა. პარალელურად, ეწეოდა ანტერპენიორულ საქმიანობას.  2011 წლიდან იკავებდა რედიქს ჯგუფის ფინანსური დირექტორის პოზიციას, რომლის შემდეგაც ფრენჩაიზინგის მიმართულებით გადაინაცვლა და პარტნიორებთან ერთად შეძენილი სწრაფი კვების ამერიკული ქსელის „Subway“-ის ლიცენზიით, 2014 წელს საქართველოში  “Subway“-ის პირველი რესტორანი გახსნა თბილისში.  ხოლო 2016 წელს, Orkin Inc.- ის ფრენჩაიზის ლიცენზიის მოპოვებით, პარტნიორებთან ერთად დააარსა „ორკინი საქართველო“, რომელიც კომერციული სანიტარული მომსახურების მთავარი მიმწოდებელი ქვეყანაში.

2021 წლიდან კერძო საინვესტიციო კომპანიის თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელია, რომელიც ოპერირებს კომერციულ მომსახურები, კრიტიკული ინფრასტრუქტურის მოვლის, ლოგისტიკის, ტექნოლოგიების და ნიშური უძრავ ქონების სექტორებში.

ლადო საყვარელიძე ბიზნესის მიღმა აქტიურადაა ჩართული სოციალურ ინიციატივებში. იგი არის სოციალური გავლენის მისიის მქონე მედია „სტარტაპის“ შპს „ალტერნატიული მედია საშუალებები“-ს დამფუძნებელი და ააიპ „ლურჯი მდინარეების კლუბი“-ს დამფუძნებელი (ღია ცის ქვეშ რეკრეაციის და კონსერვაციული მოძრაობის არასამთავრობო კამპანია და ინიციატივა).

ლადო 2022 წლიდან არის გავლენის ფონდ აქციოს კერძო ინვესტორი და ხელს უწყობს საქართველოში სოციალურ გავლენაზე ორიენტირებული საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას.