კავკასიაში პირველი გავლენის ფონდი “აქციო” დაფუძნდა

დასაქმების შესაძლებლობები მოწყვლადი ჯგუფებისათვის

"აქციოს" აღნიშნული პრიორიტეტი მოიცავს შრომის ბაზარზე ნაკლებადკონკურენტუნარიანი ჯგუფების მომზადებას, გადამზადებასა და დასაქმების ხელშეწყობას სოციალურ საწარმოში ან სხვა დამსაქმებელ ორგანიზაციაში.

შრომითი ინტეგრაციის კონცეფცია გულისხმობს მოწყვლადი ჯგუფების (მაგ., შშმ პირები, იძულებით გადაადგილებული პირები, მსჯავრდებულები და ყოფილი მსჯავრდებულები, ძალადობის მსხვერპლი ქალები, ახალგაზრდები და სხვ.) ხელმისაწვდომობის გაზრდას ფორმალური და არაფორმალური განათლების მიღების, შრომითი უნარების განვითარებისა და დასაქმების მიმართულებით.

აქციო პრიორიტეტს ანიჭებს გარდამავალი დასაქმების მოდელს, რომელიც გულისხმობს სამიზნე ჯგუფების სწავლებასა და დასაქმებას იმისათვის, რომ მათ მიიღონ ძირითად შრომის ბაზარზე შესვლისათვის აუცილებელი ცოდნა და უნარები და გახდნენ დამსაქმებლისთვის მიმზიდველი კადრები.

აქციო ხელს უწყობს შრომითი ინტეგრაციის სოციალურ საწარმოებს, რომელთა მიზანია სხვადასხვა საჭიროების მქონე პირის მხარდაჭერა და გაძლიერება ღირსეული დასაქმების შესაძლებლობების განვითარების გზით.