კავკასიაში პირველი გავლენის ფონდი “აქციო” დაფუძნდა

ნიკოლოზ ალავიძე

 

იკოლოზ ალავიძე 23 წელზე მეტია მოღვაწეობს საბანკო, საფინანსო, საერთაშორის ვაჭრობის ფინანსების, საკონსულტაციო და მართვის სფეროებში.

2019 წელს ნიკოლოზი იკავებდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მინისტრის მოადგილის პოზიციას. ამჟამად ის არის საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი. ასევე,  ნიკოლოზი უძრავი ქონებისა და ტელეკომუნიკაციების ინდუსტრიებში მოქმედი რამდენიმე კომპანიის მმართველი პარტნიორია.

ნიკოლოზი არის გავლენის მქონე ინვესტიციებზე ორიენტირებული მეწარმე და ანგელოზი ინვესტორი. მისმა ერთ-ერთმა პროექტმა, Altitude 3014, რომელიც ორ პარტნიორთან ერთად 2016 წელს წამოიწყო, საერთაშორისო აღიარება და საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის “მელიორას” გრანპრი მოიპოვა ყველაზე პასუხისმგებელი მცირე და საშუალო ბიზნესი ნომინაციაში (2019).

2022 წლიდან ნიკოლოზი “აქციოს” პირველი კერძო გავლენის ინვესტორია.