კავკასიაში პირველი გავლენის ფონდი “აქციო” დაფუძნდა

ლუჩიანო ბალბო საქართველოში

"საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა და "აქციომ", კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ლუჩიანო ბალბოს საჯარო ლექციას - "ინვესტირება გავლენისათვის - ევროპული გამოცდილება და ტენდენციები" უმასპინძეს.
 
ლუჩიანო ბალბო კერძო კაპიტალის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, იტალიაში გავლენის საინვესტიციო ფონდების მმართველი კომპანიის Oltre Venture დამფუძნებელია.
 
კავკასიის უნივერსიტეტში, ლუჩიანომ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს იტალიაში გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირების (Impact Investing) საკითხებზე თავის გამოცდილება გაუზიარა. საჯარო ლექციაზე ასევე განხილული იყო: გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირების არსი (impact investing), რატომ ინვესტირება გავლენისათვის? გავლენის ფონდების საქმიანობა და მსხვილი ბიზნესის როლი მდგრადი დადებითი გავლენის შექმნაში და ა.შ.
 
ლუჩიანო ბალბო საქართველოში CSRDG-ს ინიციატივითა და EVPA-ს მხარდაჭერით 29-30 სექტემბერს სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. სტუმარი სოციალური საწარმოების B2B გამოფენის ფარგლებში, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის მასტერკლასს გაუძღვა. 
 
ლექცია გაიმართა ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის "თანამშრომლობა დადებითი ცვლილებისთვის - სოციალური მეწარმეობისა და სოციალური ინვესტიციების განვითარება ეკონომიკური და სოციალური გაძლიერებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოში საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), ევროკომისიისა და ვენჩურული ფილანთროპიის ევროპული ასოციაციის (EVPA) ხელშეწყობით.