
ინოვაციური ვაშლის ჩიფსების წარმოების იდეა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში 3 მეგობარს გაუჩნდა. მათ საკუთარი ხელით ააწყვეს მცირე საშრობი დანადგარი და ინოვაციური მეთოდით შექმნეს პირველი პროდუქტის პროტოტიპი: ჯანსაღი სნექი - ვაშლის ჩიფსი. მას შემდეგ ჩემპის პროდუქტმა ტესტირებისა და ექსპერიმენტირების მნიშვნელოვანი ფაზა გაიარა, 2016 წელს კი საწარმო ოფიციალურად დაფუძნდა. საწარმოს აშენება მეგობრებმა გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფელ დიცში გადაწყვიტეს, რათა გაეძლიერებინათ ადგილობრივი მოსახლეობა, შეექმნათ მუდმივი, ღირსეული სამუშაო ადგილები და მათთან ერთად განევითარებინათ გლობალური პოტენციალის მქონე ბრენდი.
„ჩემპის“ მისიაა გორის რაიონის საზღვრისპირა (საოკუპაციო ხაზთან მდებარე) სოფლების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა და უნარჩენო წარმოების განვითარება ინოვაციური ჯანსაღი სნექების წარმოების გზით. ჩემპი, ერთი მხრივ, ხელს უწყობს ქალების დასაქმებას საწარმოში, ხოლო, მეორე მხრივ, ფერმერული მეურნეობების განვითარებას ადგილობრივი პროდუქციის შესყიდვის გზით. დამატებით, ჩემპი აქტიურად მუშაობს უნარჩენო წარმოების განვითარების მიმართულებით.
აქციოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში ჩემპის დაგეგმილი აქვს როგორც ეკონომიკური საქმიანობის გაფართოება, ისე სოციალური შედეგების გაზრდა. ჩემპი გეგმავს ახალი საშრობი დანადგარების შეძენას, რაც უზრუნველყოფს წარმადობის გაზრდასა და ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე გაყიდვების გაფართოებას.
აქციოსთან თანამშრომლობის შედეგად ჩემპი მიიღებს ორი სახის ფინანსურ მხარდაჭერას:
დამატებით ჩემპი სიღრმისეულ მხარდაჭერას მიიღებს სოციალური შედეგების შეფასებისა და ორგანიზაციული განვითარების თვალსაზრისით.
ეკონომიკური თვალსაზრისით, ჩემპი გეგმავს შემოსავლების სულ მცირე 30%-იან ზრდას.
ჩემპის ფინანსური მხარდაჭერა შესაძლებელი გახდა ჩვენი პარტნიორების - ევროკავშირისა და გავლენის ინვესტორების ფინანსური კონტრიბუციით. ჩემპისთვის ამ შესაძლებლობის შექმნისთვის მადლობას ვუხდით ევროკავშირსა და აქციოს გავლენის ინვესტორებს: მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემბისი-ს, ნიკოლოზ ალავიძესა და ლადო საყვარელიძეს.