
დადარის შესახებ
სოციალური საწარმო „დადარი“ 2018 წელს შეიქმნა. დადარი ზრუნავს განსხვავებული შესაძლებლობების მქონე ადამიანების, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და იძულებით გადაადგილებული პირების, პროფესიულ განვითარებასა და დასაქმების ხელშეწყობაზე. „დადარი“ ამზადებს ეკოლოგიურად სუფთა, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო, ხის ხელნაკეთ სათამაშოებს, რომელთაც სიხარული მოაქვს, როგორც პატარებისთვის, ისე ზრდასრულებისთვის.
დადარის საწარმოები მდებარეობს თბილისსა და ზუგდიდში, ხოლო შექმნილი სათამაშოები იყიდება როგორც საქართველოს, ისე ევროპის ბაზარზე.
აქციოს ინვესტიცია
აქციოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში დადარს დაგეგმილი აქვს როგორც ეკონომიკური საქმიანობის გაფართოება, ისე სოციალური შედეგების გაზრდა. დადარი გეგმავს ახალი დანადგარების შეძენას, თბილისში პირველი მაღაზიის გახსნასა და საექსპორტო ბაზრების მეტად ათვისებას.
აქციოსთან თანამშრომლობის შედეგად დადარი მიიღებს ორი სახის ფინანსურ მხარდაჭერას:
- გრანტს 37,492 ევროს ოდენობით;
- 0%-იანი სესხს 4,731 ევროს ოდენობით.
დამატებით დადარი სიღრმისეულ მხარდაჭერას მიიღებს სოციალური შედეგების შეფასებისა და ორგანიზაციული განვითარების თვალსაზრისით.
დადარის გეგმები
მომდევნო 5 წლის მანძილზე დადარი გეგმავს სულ მცირე:
- 25 სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანის პროფესიულ გადამზადება;
- 20 სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანის დასაქმებას დადარის საწარმოებში;
ამასთანავე, დადარი იზრუნებს შეგირდებისა და თანამშრომლების სოციალიზაციასა და კომფორტული, მეგობრული და განვითარებაზე ორიეტირებული სამუშაო გარემოს შექმნაზე.
დადარის პროდუქციის შეძენა შესაძლებელია შემდეგ მაღაზიებში:
- სოციალური კონცეფციის მაღაზია ესკი - ნატო ვაჩნაძის ქ. N7, თბილისი
- ველი სთორი - https://veli.store/