კავკასიაში პირველი გავლენის ფონდი “აქციო” დაფუძნდა

დედიკოს შესახებ

სოციალური საწარმო „დედიკო“  2021 წელს დაფუძნდა ფონდი „კონსტანტანტას“ მიერ. დედიკო  მარტოხელა დედებს და მშობლებზე მზრუნველ ქალებს ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობას სთავაზობს დასაქმების, ახალი პროფესიის დაუფლებისა  და პიროვნული განვითარების გზით.

დედიკოს შექმნის იდეა კოვიდ-19 პანდემიის დაწყების შემდეგ გაჩნდა, როდესაც პანდემიის შედეგად გამოწვეული კრიზისი საზოგადოების თითქმის ყველა ფენას შეეხო, განსაკუთრებით კი სოციალურად დაუცველი ჯგუფებს. ამ კრიზისმა ორმაგად იმოქმედა მარტოხელა დედებზე, რადგან პრობლემებთან გამკლავება მეტწილად მარტო უწევდათ.   “დედიკომ” მარტოხელა დედებს ახალი პროფესიის შეძენასა და დასაქმებასთან ერთად, საჭიროებებზე მორგებული სამუშო გრაფიკი და გარემო შესათავაზა. 2024 წელს “დედიკომ” გააფართოვა მიზნობრივი ჯგუფი დაიწყო შუა ხნის ქალებზე ზრუნვა, რომლებიც ასაკოვან ან შრომისუუნარო მშობლებს უვლიან. მათ დასაქმების და შესაბამისად, შემოსავლის მიღების ძალიან მწირი არჩევანი აქვთ, მატერიალური და ფსიქოლოგიური ტვირთი კი ძალიან დიდი.

აქციოს ინვესტიცია

აქციოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში დედიკოს დაგეგმილი აქვს როგორც ეკონომიკური საქმიანობის გაფართოება, ისე სოციალური შედეგების გაზრდა. დედიკო გეგმავს ახალი დანადგარების შეძენას, პროდუქციის ახალი ხაზების განვითარებასა და ონლაინ მაღაზიის შექმნას.

აქციოსთან თანამშრომლობის შედეგად დედიკო მიიღებს ორი სახის ფინანსურ მხარდაჭერას:

  • გრანტს 31,600 ევროს ოდენობით;
  • 0%-იანი სესხს 10,000 ევროს ოდენობით.

დამატებით დედიკო სიღრმისეულ მხარდაჭერას მიიღებს სოციალური შედეგების შეფასებისა და ორგანიზაციული განვითარების თვალსაზრისით.

დედიკოს გეგმები

მომდევნო 5 წლის მანძილზე დედიკო გეგმავს

  • 20 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას დედიკოებისა და მზრუნველებისთვის;
  • სამუშაო გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესებასა და დასაქმებულების საჭიროებებზე მორეგებას;

დედიკოს პროდუქციის შეძენა შესაძლებელია შემდეგ მაღაზიებში:

  • Facebook
  • Instagram
  • სოციალური კონცეფციის მაღაზია ესკი - ნატო ვაჩნაძის ქ. N7, თბილისი
  • ველი სთორი - https://veli.store/