
„ტენეს“ მისიაა გარემოს პლასტმასით დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლა და გარემოსდაცვით საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა. ტენე პირველი ქართული USB სატენის ეკომეგობრული წარმოებაა, რომელიც წარმოების პროცესში ერთჯერადი მოხმარების მეორად პლასტმასას იყენებს. USB კაბელების წარმოებასთან ერთად ტენე მუდმივად მუშაობს გარემოს დაცვის ხელშემწყობი ინოვაციური პროდუქტების განვითარებაზე, როგორებიცაა მაგალითად, ჭიქების კოლექტორი, ბოთლის უკუვენდინგ აპარატი და ა.შ.
აქციოს ინვესტიციით ტენე შეძლებს საწარმოში არსებული ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებასა და გაფართოებას. შედეგად, გაიზრდება ტენეს ჩამბარებელი და გამანაწილებელი პუნქტების რაოდენობა, ხოლო პლასტმასას ჩაბარების შესაძლებლობა, თბილისთან ერთად, გაჩნდება დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.
აქციოსთან თანამშრომლობის შედეგად ტენე მიიღებს ორი სახის ფინანსურ მხარდაჭერას:
დამატებით, ტენე სიღრმისეულ მხარდაჭერას მიიღებს სოციალური შედეგების შეფასებისა და ორგანიზაციული განვითარების თვალსაზრისით.
მომდევნო 5 წლის მანძილზე ტენე გეგმავს შემდეგი სოციალური შედეგების მიღწევას:
ეკონომიკური თვალსაზრისით, ტენე გეგმავს შემოსავლების სულ მცირე 30%-იან ზრდას.
ტენეს ფინანსური მხარდაჭერა შესაძლებელი გახდა ჩვენი პარტნიორების - ევროკავშირისა და გავლენის ინვესტორების ფინანსური კონტრიბუციით. ტენესთვის ამ შესაძლებლობის შექმნისთვის მადლობას ვუხდით ევროკავშირსა და აქციოს გავლენის ინვესტორებს: მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემბისი-ს, ნიკოლოზ ალავიძესა და ლადო საყვარელიძეს.