კავკასიაში პირველი გავლენის ფონდი “აქციო” დაფუძნდა

გავლენის ინვესტორი

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) საქართველოში დაფუძნებული ერთ-ერთი  პირველი სამოქალაქო ორგანიზაციაა, რომელსაც ამ სექტორში წარმატებული საქმიანობის 26 წლიანი გამოცდილება აქვს. CSRDG 1995 წელს დაფუძნდა.

სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა CSRDG-ის ერთ-ერთი პროგრამული პრიორიტეტია და ცენტრი მას 2009 წლის შემდგომ ახორციელებს.

ორგანიზაციის დაარსების დღიდან, ჩვენი გუნდი ორიენტირებულია ისეთ შედეგებზე, რომელიც პოზიტიურ ცვლილებებს მოუტანს, როგორც ცალკეულ ადამიანებს, ისე მთელ საზოგადოებას.

მრავალწლიანი წარმატებული მუშაობის შედეგად, დავიმკვიდრეთ ძლიერი კვლევითი, ექსპერტული ორგანიზაციის, სანდო პარტნიორისა და საზოგადოების განვითარებაზე მიმართული საქმიანობების განმახორციელებელი ორგანიზაციის სახელი.