


პირველი გავლენის ფონდი საქართველოში - „აქციო“- საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მიერ 2022 წელს დაფუძნდა.
ფონდის მისიაა საქართველოში სოციალური ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა. ამისათვის ჩვენ, გავლენის ინვესტორებთან ერთად, ვქმნით მექანიზმებს, რომლებიც მოქმედ სოციალურ საწარმოებს ბიზნესისა და გავლენის მასშტაბის ზრდის შესაძლებლობას აძლევს.