აქციოს შესახებ
საქართველოში პირველი გავლენის ფონდი „აქციო“ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მიერ 2022 წელს დაფუძნდა.
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი საქართველოში ერთ-ერთი პირველი საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომელიც 1995 წელს დაფუძნდა. შესაბამისად, CSRDG-ს სამოქალაქო სექტორში წარმატებული საქმიანობის 27 წლიანი გამოცდილება აქვს.
CSRDG-ის მისიაა საქართველოში საზოგადოების კეთილდღეობისათვის, კარგი მმართველობის, მდგრადი, ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშეწყობა.
ორგანიზაციის დაარსების დღიდან, ჩვენი გუნდი ორიენტირებულია ისეთ შედეგებზე, რომლებიც პოზიტიურ ცვლილებებს მოუტანს, როგორც ცალკეულ ადამიანებს, ისე მთელს საზოგადოებას.
2009 წლიდან CSRDG-მ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად საქართველოში სოციალური მეწარმეობის კონცეფციის განვითარებაზე დაიწყო მუშაობა. მას შემდეგ ცენტრმა ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა გაუწია 50-მდე სოციალურ საწარმოს, სხვადასხვა ღონისძიებით ხელი შეუწყო კონცეფციის პოპულარიზაციას, დაიწყო სექტორის საჭიროებების ადვოკატირება ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების დონეზე.
2022 წლის ივნისში CSRDG-მ ევროკომისიისა და ვენჩურული ფილანტროპიის ევროპული ასოციაციის მხარდაჭერით გავლენის ფონდი "აქციო" დააფუძნა. აქციო წარმოადგენს ახალ, თანამედროვე, შესაძლებლობას მოქმედი სოციალური საწარმოებისთვის, განავითარონ ბიზნესი და გაზარდონ სოციალური გავლენა. აქციო ასევე წარმოადგენს სანდო შესაძლებლობას როგორც კორპორატიული, ისე კერძო ინვესტორებისთვის, შეიტანონ წვლილი გრძელვადიანი სოციალური გავლენის შექმნასა და საქართველოს მოქალაქეთა კეთილდღეობის გაუმჯობესებაში.
აქციოს მისიაა სოციალური ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის გზით.
ამისთვის ჩვენ, ჩვენს გავლენის ინვესტორებთან ერთად, ვქმნით თანამედროვე მექანიზმებს, რომლებიც მოქმედ სოციალურ საწარმოებს ბიზნესისა და გავლენის მასშტაბის ზრდის შესაძლებლობას აძლევს.
აქციოს მიზანია მომდევნო 5 წლის მანძილზე მდგრადი ბიზნეს მოდელის მქონე სულ მცირე 10 სოციალური საწარმოს გაძლიერება, როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური და გარემოსდაცვითი გავლენის თვალსაზრისით.
ჩვენი მიზანია სოციალურ საწარმოებთან, ინვესტორებთან და პარტნიორებთან ერთად შევქმნათ ხელშესახები დადებითი გავლენა შრომითი ინტეგრაციის, გარემოს დაცვისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების მიმართულებით.
ფონდი სოციალურ საწარმოებთან თანამშრომლობს გრძელვადიანი მიდგომით და სთავაზობს საჭიროებებზე მორგებულ, გავლენის ინვესტორთა საერთაშორისო წრეებში აღიარებულ, ისეთ მხარდაჭერის მექანიზმებს, როგორებიცაა:
- ფინანსური მხარდაჭერა შედეგებზე ორიენტირებული გრანტისა და შეღავათიანი სესხის სახით;
- ტექნიკური მხარდაჭერა წამყვანი ექსპერტების ჩართულობით;
- სოციალური გავლენის შეფასება და მართვა.
ეკა ურუშაძე საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) აღმასრულებელი დირექტორი და დამფუძნებელია. ორგანიზაცია მდებარეობს თბილისში, თუმცაღა მისი საქმიანობა ფარავს მთელს საქართველოს. სამოქალაქო სექტორში 27 წლიანი წარმატებული კარიერის მანძილზე, ეკას უმუშავია სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციაზე, როგორც ადგილობრივ ისე ცენტრალურ და საერთაშორისო დონეზე - აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მასშტაბით. ეკას ექსპერტიზა ასევე მოიცავს თემის განვითარების, ორგანიზაციული განვითარებისა და ფინანსური მენეჯმენტის სფეროებს.
ქრისტინეს სამოქალაქო სექტორში მუშაობის 8 წლიანი გამოცდილება აქვს. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრში იგი ამჟამად გავლენის ფონდ „აქციოს“ მენეჯერის პოზიაციას იკავებს.
ქრისტინეს აქვს პროექტების დაგეგმვის, შემუშავების, მართვისა და შეფასების 5 წლიანი გამოცდილება. 2021 წლიდან ის უძღვება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო პროექტის, "თანამშრომლობა დადებითი ცვლილებებისთვის" საქართველოს კომპონენტს.
მისი ექსპერტიზა აგრეთვე მოიცავს საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და სოციალური საწარმოებისთვის საჭიროებებზე მორგებული ორგანიზაციული განვითარების მომსახურების, კონსულტაციებისა და ტრენინგების მიწოდებას.
ქრისტინე ფლობს ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხს შრომის და ორგანიზაციული ფსიქოლოგიის მიმართულებით.
ეკა დათუაშვილი 1995 წლიდან საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის გუნდის წევრი და თანადამფუძნებელია, 2009 წლიდან კი სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამის კოორდინატორი.
ეკას აქვს სამოქალაქო, სამთავრობო, საგანმანათლებლო და სათემო ორგანიზაციების გაძლიერებაზე მუშაობის 24 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
სოციალური მეწარმეობის გაძლიერების ხელშესაწყობად, ეკამ გააღრმავა ურთიერთობები სამთავრობო ინსტიტუტებისა და ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლებთან, რათა თანამშრომლობის სფერო უფრო მეტად გაფართოებულიყო და ამით კონცეფციის მდგრადობა ყოფილიყო უზრუნველყოფილი.
ანა ილურიძეს აქვს სამოქალაქო და საჯარო სექტორში მუშაობის 13 წლიანი გამოცდილება.
2017 წლიდან, ანა იკავებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) გრანტებისა და პორტფელის მენეჯერის პოზიციას, 2023 წლიდან კი ანამ გავლენის ფონდ აქციოს პორტფელი ჩაიბარა. მისი საქმიანობა მოიცავს სოციალური საწარმოების დაფუძნების და გაძლიერების ხელშეწყობას, საგრანტო კონკურსების, საგანმანათლებლო და საკონსულტაციო აქტივობების მეშვეობით.
ანა ფლობს ბიზნესისა და მენეჯმენტის ბაკალავრის ხარისხს და მაგისტრის ხარისხს სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულებით.
ნინი ხუგაშვილს აქვს მედიასა და საზოგადოებათან ურთიერთობის მიმართულებით მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება.
2022 წლიდან, ნინი იკავებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) კომუნიკაციების მენეჯერის პოზიციას. 2023 წლიდან არის გავლენის ფონდ „აქციოს“ კომუნიკაციების მენეჯერი. ფონდში მისი საქმიანობა ორგანიზაციის სტრატეგიული კომუნიკაციების მართვას მოიცავს.
ნინი ფლობს სოციალური მეცნიერების ბაკალავრის ხარისხს ჟურნალისტიკის, ხოლო მაგისტრის ხარისხს საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით.
პუბლიკაციები
როგორ უჭერენ მხარს გავლენის ფონდები სოციალური საწარმოების განვითარებას?
გაეცანით ფონდ “მოზაიკასა” და სოციალური საწარმო "ითამაშე, ისწავლე, გაიზარდეს" (Igraj Uči Rasti) თანამშრომლობის მაგალითს
ინვესტირება გავლენისთვის
როგორ აგვარებს გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირება მწვავე სოციალურ პრობლემებს? გაეცანით NESsT-ისა და ფონდ კეკ მადარის თანამშრომლობის მაგალითს
გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირების არსი
თანამედროვე მიდგომა სოციალურ გამოწვევებზე საპასუხოდ.