კავკასიაში პირველი გავლენის ფონდი “აქციო” დაფუძნდა

"ტენე" გავლენის ფონდ "აქციოს" პორტფელის წევრი გახდა და ჩვენი მხარდაჭრით, პირველი, ქართული, USB სატენის ეკო-მეგობრული საწარმო, ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებასა და გაფართოებას შეძლებს.

ტენეს შესახებ

„ტენეს“ მისიაა გარემოს პლასტმასით დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლა და გარემოსდაცვით საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა. ტენე პირველი ქართული USB სატენის ეკომეგობრული წარმოებაა, რომელიც წარმოების პროცესში ერთჯერადი მოხმარების მეორად პლასტმასას იყენებს. USB კაბელების წარმოებასთან ერთად ტენე მუდმივად მუშაობს გარემოს დაცვის ხელშემწყობი ინოვაციური პროდუქტების განვითარებაზე, როგორებიცაა მაგალითად, ჭიქების კოლექტორი, ბოთლის უკუვენდინგ აპარატი და ა.შ.

აქციოს ინვესტიცია

აქციოს ინვესტიციით ტენე შეძლებს საწარმოში არსებული ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებასა და გაფართოებას. შედეგად, გაიზრდება ტენეს ჩამბარებელი და გამანაწილებელი პუნქტების რაოდენობა, ხოლო პლასტმასას ჩაბარების შესაძლებლობა, თბილისთან ერთად, გაჩნდება დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.

აქციოსთან თანამშრომლობის შედეგად ტენე მიიღებს ორი სახის ფინანსურ მხარდაჭერას:

  • გრანტს 40,000 ევროს ოდენობით
  • 0%-იანი სესხს 9,990 ევროს ოდენობით

დამატებით, ტენე სიღრმისეულ მხარდაჭერას მიიღებს სოციალური შედეგების შეფასებისა და ორგანიზაციული განვითარების თვალსაზრისით.

ტენეს გეგმების შესახებ

მომდევნო 5 წლის მანძილზე ტენე გეგმავს შემდეგი სოციალური შედეგების მიღწევას:

  • გაიხსნება პლასტმასას ჩაბარების 4 ახალი პუნქტი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში;
  • 2000-მდე გაიზრდება პარტნიორ კომპანიებში განთავსებული მწვანე ყუთების რაოდენობა;
  • შეგროვებული პლასტმასის ყოველთვიური რაოდენობა გაიზრდება სულ მცირე 5-ჯერ;
  • 5 წლის თავზე ტენე შეძლებს, რომ უზრუნველყოს სულ მცირე 1000 ტონა პალსტმასას გადამუშავება;
  • ტენეს საწარმოში დამატებით დასაქმდება სულ მცირე 15 იძულებით გადაადგილებული პირი.

ეკონომიკური თვალსაზრისით, ტენე გეგმავს შემოსავლების სულ მცირე 30%-იან ზრდას.

ტენეს პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ როგორც ონლაინ, ისე სხვადასხვა ქსელურ მაღაზიაში:

  • https://tene.ge/
  • სოციალური კონცეფციის მაღაზია ესკი - ნატო ვაჩნაძის ქ. N7, თბილისი
  • ევროპროდუქტი; სუფთა სახლი; უნივერსამი; ფრესკო; სმარტი; ზღაპარი
  • ალტა; ელიტ ელექტრონიქსი და სხვ.

პლასტმასას ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართებზე:

  • სოხუმის ქუჩა 4ა, თბილისი
  • წეროვნის დევნილთა დასახლება
  • ნებისმიერი ადგილას, სადაც ტენეს მწვანე ყუთს შეხვდებით

 

ენეს ფინანსური მხარდაჭერა შესაძლებელი გახდა ჩვენი პარტნიორების - ევროკავშირისა და გავლენის ინვესტორების ფინანსური კონტრიბუციით. ტენესთვის ამ შესაძლებლობის შექმნისთვის მადლობას ვუხდით ევროკავშირსა და აქციოს გავლენის ინვესტორებს: მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემბისი-ს, ნიკოლოზ ალავიძესა და ლადო საყვარელიძეს.