კავკასიაში პირველი გავლენის ფონდი “აქციო” დაფუძნდა

ისტორიალი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მიერ დაფუძნებული გავლენის ფონდის "აქციოს" პირველი მხარდაჭერილი სოციალური საწარმოა, რომელიც თავისი საქმიანობის მასშტაბების გაზრდით კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.

 

აქციოს ინვესტიცია

 

აქციოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში ისტორიალს დაგეგმილი აქვს როგორც ეკონომიკური საქმიანობის გაფართოება, ისე სოციალური შედეგების გაზრდა.

აქციოსთან თანამშრომლობის შედეგად ისტორიალი მიიღებს ორი სახის ფინანსურ მხარდაჭერას:

  • გრანტს 39,817 ევროს ოდენობით;
  • 0%-იანი სესხს 10,000 ევროს ოდენობით.

დამატებით ისტორიალი სიღრმისეულ მხარდაჭერას მიიღებს სოციალური შედეგების შეფასებისა და ორგანიზაციული განვითარების თვალსაზრისით.

 

ისტორიალის გეგმების შესახებ

 

მომდევნო 5 წლის მანძილზე ისტორიალი გეგმავს შემდეგი სოციალური შედეგების მიღწევას:

  • ისტორიალის სახელოსნოში დასაქმდება 3 ახალი ოსტატი;
  • 18 მოსწავლე/სტუდენტი აიმაღლებს ცოდნასა და უნარებს ლითონმქანდაკებლობისა და საჩამომსმხელო საქმიანობის მიმართულებით;
  • შეიქმნება 2 ახალი კოლექცია და განვითარდება ლითონმქანდაკებლობის მასტერკლასების მომსახურება, რაც ხელს შუწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას  ტრადიციული ქართული ხელობების მნიშვნელობისა და ისტორიულ-კულტურული ღირებულების შესახებ;
  • ისტორიალი თავისი საქმიანობით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ლითონმქანდაკებლობის როგორც პროფესიის შენარჩუნებასა და განვითარებაში, მხატვრული რეწვის ოსტატების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციაში.

ეკონომიკური თვალსაზრისით, ისტორიალი გეგმავს შემოსავლების სულ მცირე 30%-იან ზრდას.

 

ისტორიალის შესახებ

სოციალური საწარმო ისტორიალი 2000 წელს ა(ა)იპ ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფუძნდა. საწარმოს მისიაა ქართული კულტურის მატერიალური და არამატერიალური მემკვიდრეობის სექტორის ეკონომიკური მდგრადობის ხელშეწყობა და ცნობადობის ამაღლება.

„ისტორიალი“ საქართველოს ისტორიის და კულტურული მემკვიდრეობის თემატიკის გამოყენებით, დეკორატიულ და სასაჩუქრე პროდუქციის რამდენიმე ხაზს სთავაზობს მომხარებელს, კერძოდ:

  • ქალის და მამაკაცის სამკაულს
  • კორპორატიულ სასაჩუქრე ნივთებს
  • მცირე დეკორატიულ ქანდაკებებს
  • სუფრის და საოფისე აქსესუარებს
  • ისტორიულ-დეკორატიული თასების ასლებს
  • მხატვრულ ინსპირაციებს

დღეისათვის ისტორიალის კოლექცია 200-მდე დასახელების ნივთს აერთიანებს, რომლებიც შექმნილია ლითონმქანდაკებლობის (ვერცხლი, თითბერი, ბრინჯაო), კერამიკის და ტექსტილზე ბეჭდვის ტექნოლოგიებითისტორიალის სასაჩუქრე პროდუქცია მუზეუმების კოლექციებზე დაყრდნობით არის შექმნილი და ემსახურება ქართული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას. ჩამოსხმული და ხელნაკეთი ნაკეთობები 24-კარატიანი მოოქროვებით, ცივი მინანქრის და ნახევრადძვირფასი ქვების გამოყენებით, ინარჩუნებენ ისტორიულ ორიგინალებთან სტილისტურ მსგავსებას და, ამავე დროს, შეესატყვისებიან თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნებს.

ისტორიალის პროდუქციის დათვალიერება და შეძენა შესაძლებელია:

  • ისტორიალის მაღაზია-შოურუმში მისამართზე: ნიკო ნიკოლაძიქ ქ. N7, თბილისი
  • სოციალური კონცეფციის მაღაზია ესკიში მისამართზე: ნატო ვაჩნაძის ქ. N7, თბილისი
  • ფეისბუკ და ინსტაგრამ გვერდებზე

 

ისტორიალის ფინანსური მხარდაჭერა შესაძლებელი გახდა ჩვენი პარტნიორების - ევროკავშირისა და გავლენის ინვესტორების ფინანსური კონტრიბუციით. ისტორიალისთვის ამ შესაძლებლობის შექმნისთვის მადლობას ვუხდით ევროკავშირსა და აქციოს გავლენის ინვესტორებს: მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემბისი-ს, ნიკოლოზ ალავიძესა და ლადო საყვარელიძეს.