საქართველოში პირველი გავლენის ფონდი „აქციო“ აცხადებს კონკურსს, „ჩიფსის შეფუთვის და სოციალური მედიის პოსტერების დამზადების“ საკონსულტაციო მომსახურების მისაღებად სოციალური საწარმოსთვის „ჩემპი”.
ჩემპი აქციოს პორტფელის წევრი სოციალური საწარმოა, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას აძლიერებს - სოფელ დიცში, ვაშლის ჩიფსებს აწარმოებს და ადგილობრივი ქალების დასაქმებასა და ეკონომიკურ გაძლიერებაზე ზრუნავს.
ინოვაციური და ნატურალური სნექების სოციალური საწარმოს მისიაა გორის რაიონის საზღვრისპირა (საოკუპაციო ხაზთან მდებარე) სოფლების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა და უნარჩენო წარმოების განვითარება ინოვაციური ჯანსაღი სნექების წარმოების გზით.
„ჩემპი" აწარმოებს შემდეგი სახეობის პროდუქციას:
- წითელი ვაშლის ჩიფსი ‘აიდარედი’
- მწვანე ვაშლის ჩიფსი ‘გრანი სმიტი’
- ჟოზეს ვაშლის ჩიფსი
- „ცმაცი“ - ვაშლის ნარჩენებით შექმნილი ხრაშუნა ტყლაპი
საწარმოს პროდუქცია დამზადებულია დამფუძნებლების მიერ შემუშავებული ინოვაციური შრობის ტექნოლოგიით და ამ ეტაპზე მიმდინარეობს 2 ახალი ხაზის დამატებაზე მუშაობა.
"ჩემპის" პროდუქცია იყიდება თბილისის წამყვან სუპერმარკეტებში. საწარმო აქტიურადმუშაობს აშშ-ს ბაზარზე დამკვიდრებასა და სხვა სტრატეგიული საექსპორტო ბაზრების ათვისებაზე (ევროპისა და შუა აღმოსავლეთის ქვეყნები).
დავალების აღწერა და მიზნები
ტენდერის მიზანია განახლდეს სოციალური საწარმოს პროდუქტის შეფუთვა და შეიქმნას სოციალური მედიის პოსტერები ახალი დიზაინების გამოყენებით.
დაინტერესებულმა პირებმა ან/და ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ დოკუმენტაცია ტექნიკურ დავალებაში (ToR) აღწერილი მოთხოვნების შესაბამისად.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ჩამოტვირთეთ დოკუმენტი
განაცხადების წარდგენა
შემოთავაზების დოკუმენტები უნდა მოიცავდეს:
- დაინტერესებული პირის ან/და ორგანიზაციის პორტფელს;
- სამუშაო გეგმას ვადების მითითებით და სამუშაო მეთოდოლოგიას;
- ბიუჯეტს დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) ჩათვლით და მის გარეშე;
გთხოვთ, მოთხოვნილი დოკუმენტები და ფინანსური წინადადებები წარმოადგინოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ekaterine.iluridze@csrdg.ge, არაუგვიანეს 2024 წლის 18 აგვისტო 00:00 საათისა.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ „ჩემპი-საკონსულტაციო შეთავაზება”.
აქციოს შესახებ
2021 წლის იანვარში, ევროკომისიის გენერალური დირექტორატის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში (DG NEAR) ფინანსური მხარდაჭერით და ვენჩურული ფილანტროპიის ევროპულ ასოციაციასთან (EVPA) პარტნიორობით დაიწყო 56 თვიანი საერთაშორისო პროექტი სახელწოდებით “თანამშრომლობა დადებითი ცვლილებებისთვის - სოციალური მეწარმეობისა და სოციალური ინვესტიციების განვითარება ეკონომიკური და სოციალური გაძლიერებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, რომელსაც საქართველოში ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG). პროექტის წამყვანი განმახორციელებელი ორგანიზაციაა EVPA, ხოლო პარტნიორები: SILab Ukraine, EduHub, Ecovisio და Impact Hub Yerevan.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში 2022 წლის ივნისში, CSRDG-მ საქართველოში პირველი გავლენის ფონდი „აქციო“ დააფუძნა. ფონდის მიზანია მომდევნო 5 წლის მანძილზე მდგრადი ბიზნეს მოდელის მქონე 10 სოციალური საწარმოს გაძლიერება, რომლებიც ხელშესახებ გავლენას ქმნიან შრომითი ინტეგრაციის, განათლების, გარემოს დაცვის, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და ტრადიციული რეწვის განვითარების მიმართულებით.
აქციო წარმოადგენს ახალ, თანამედროვე, შესაძლებლობას მოქმედი სოციალური საწარმოებისთვის, განავითარონ ბიზნესი და გაზარდონ სოციალური გავლენა. აქციო, ასევე წარმოადგენს სანდო შესაძლებლობას როგორც კორპორაციული, ისე კერძო ინვესტორებისთვის, შეიტანონ წვლილი გრძელვადიანი სოციალური გავლენის შექმნასა და საქართველოს მოქალაქეთა კეთილდღეობის გაუმჯობესებაში.
ჩვენ ვაკეთებთ ქართულ საქმეს! „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებული კანონი და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ რეგისტრაციის მოთხოვნა, შეუძლებელს გახდის ჩვენს საქმიანობას და შეაფერხებს ათასობით მოქალაქის მხარდაჭერას. ეს კანონი საფრთხეს უქმნის ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობას და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას.