რას გთავაზობთ?
ფინანსური მხარდაჭერა
50,000 ევრომდე დაფინანსება შედეგებზე ორიენტირებული გრანტისა და 0 %-იანი სესხის სახით
ტექნიკური მხარდაჭერა
საჭიროებებზე მორგებული ორგანიზაციული განვითარების მომსახურება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: სტრატეგიული მართვა, ფინანსები, მარკეტინგი, გაყიდვები და სხვ.
გავლენის შეფასება და მართვა
სოციალური გავლენის დაგეგმვაში, მართვასა და შეფასებაში სიღრმისეული კონსულტირება და მხარდაჭერა
სოციალური საწარმოების შერჩევის სტრატეგია
გავლენის ფონდი "აქციო" მხარს უჭერს მოქმედ სოციალურ საწარმოებს, რომელთაც შექმნილი აქვთ მდგრადი ბიზნეს მოდელი, მიღწეული აქვთ ხელშესახები სოციალური შედეგები და გააჩნიათ გაფართოების პოტენციალი. "აქციო" მუშაობს ღია კარის პრინციპით. გაეცანით შერჩევის კრიტერიუმებს და გაგვიზიარეთ თქვენი იდეები.
კრიტერიუმები
სამართლებრივი ფორმა
- არამომგებიანი (არასამეწარმეო) იურიდიული პირი;
- სამეწარმეო იურიდიული სტატუსის მქონე ორგანიზაცია (მაგ: შპს, კოოპერატივი), რომლის სადამფუძნებლო და საწესდებო დოკუმენტში ნათლად ჩანს სოციალური მისიის უპირატესობა.
ეკონომიკური კრიტერიუმები
- სოციალური საწარმო უნდა იყოს ეკონომიკურად აქტიური სულ მცირე ბოლო
2 წლის მანძილზე; - სულ მცირე ბოლო 1 წლის მანძილზე სოციალურ საწარმოს შემოსავლების მინიმუმ 80% მიღებული უნდა ჰქონდეს სამეწარმეო საქმიანობიდან, გაყიდვებიდან. ძირითადი საშუალებებისთვის მოზიდული ფინანსური მხარდაჭერის გათვალისწინება აღნიშნულ 80%-ში არ მოხდება;
- სოციალური საწარმოს გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი ბოლო 12 თვის მანძილზე უნდა შეადგენდეს სულ მცირე 30,000 ლარს;
- სოციალური საწარმო მოგების სულ მცირე 70%-ს უნდა ხარჯავდეს სოციალური მიზნის მქონე საქმიანობებისთვის ან ახდენდეს მის რეინვესტირებას საწარმოს განვითარებაში.
სოციალური კრიტერიუმები
- სოციალურ საწარმოს მიღწეული უნდა ჰქონდეს მისიის შესაბამისი სოციალური შედეგები და უნდა შეეძლოს მათი ფაქტობრივი ინფორმაციით დადასტურება.
სოციალური საწარმოს გუნდი
- სოციალურ საწარმოს უნდა ჰყავდეს სულ მცირე 3 მუდმივი ანაზღაურებადი თანამშრომელი.
შერჩევის პროცესი
ინტერესის გამოხატვა
სოციალურ საწარმოს გაფართოების იდეის განაცხადის წარდგენა შეუძლია ნებისმიერ დროს. ფონდი მუშაობს ღია კარის პრინციპით.
ტექნიკური შემოწმება
შემოსული იდეის საინვესტიციო კომისიაში წარდგენამდე, განაცხადი გაივლის ტექნიკურ შემოწმებას.
პირველადი შეფასება
განაცხადი ფასდება დამოუკიდებელი საინვესტიციო კომისიის მიერ. დადებითი შეფასების შემთხვევაში, სოციალური საწარმო გადადის თანაშექმნის ეტაპზე.
თანაშექმნა
სოციალური საწარმოსა და აქციოს გუნდები ერთობლივად მუშაობენ სრული ბიზნეს გეგმის განვითარებაზე, რაც მოიცავს დეტალური ფინანსური, სოციალური შედეგებისა და ორგანიზაციული განვითარების გეგმების შემუშავებას.
საბოლოო გადაწყვეტილება
სრული ბიზნეს გეგმის შემუშავების შემდგომ, დოკუმენტებს ხელახლა განიხილავს საინვესტიციო კომისია და იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას სოციალური საწარმოს პორტფელში აყვანის თაობაზე.
კონტრაქტის გაფორმება
სოციალურ საწარმოსთან ფორმდება კონტრაქტი 3-დან 5 წლამდე ვადით.